2026 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4%-ით მეტია - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 926.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა 22.1%-ით და 5 422.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.4%-ით გაიზარდა და 12 504.4 მლნ აშშ დოლარი გახდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარაგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2023-2026 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:
ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2024-2026 წლებში ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (577.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (543.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (500.7 მლნ. აშშ დოლარი).
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - საქართველოს TOP-10 საექსპორტო საქონელი
- BM.GE8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა | TOP-საიმპორტო საქონელი
- ტაბულათურქეთი, ჩინეთი, რუსეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აგვისტოში
- ინტერპრესნიუსი„საქსტატი“ ადგილობრივი ექსპორტის 2026 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებს აქვეყნებს
- ინტერპრესნიუსისაქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია
- რადიო თავისუფლებასაქართველოდან ირანში ექსპორტი თითქმის 8.5-ჯერ გაიზარდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…