"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა "ლანსმა" მთავარი მწვრთნელი იანიკ კაჟაკი დაითხოვა. გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგაზე "კომოსთან" 1:9 მარცხისა და "მარსელთან" წაგებული მატჩის შემდეგ მიიღეს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა "ლანსმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 41 წლის ფრანგი სპეციალისტი იანიკ კაჟაკი დაითხოვა. კლუბი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე სახლში "კომოსთან" შერცხვა და 1:9 განადგურდა, შემდეგ კი ლიგა 1-ში საკუთარ მოედანზე "მარსელთან" 1:2 დამარცხდა.
ეს ხელმძღვანელობისთვის მოთმინების ფიალის ამოწურვას უდრიდა და იანიკსაც კარისკენ მიუთითეს. კაჟაკმა "ლანსს" მხოლოდ 9 შეხვედრაში უხელმძღვანელა, სადაც 3-ჯერ მოიგო და 6-ჯერ დამარცხდა.
დიდია ალბათობა იმისა, რომ გუნდის ახალი დამრიგებელი პიერ საჟი გახდეს, რომელიც თავის მხრივ "კრისტალ პალასიდან" არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
"ლანსის" ახალ შესაძლო მწვრთნელად რუდი გარსიას ვარიანტიც ჟღერდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…