პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი – ევროკავშირის ბიუროკრატიის თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატიის თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება, მაშინ როცა ევროპული შეიარაღების წილი მიზერულია.

თენგიზ შარმანაშვილი – ევროკავშირის ბიუროკრატიის თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება
პირველი არხი

რას ამბობს კაია კალასი, თვითონ აიღებს თავის თავზე ყველაფერს? თავად მიაწვდის იარაღს უკრაინას, დააფინანსებს და ამერიკული იარაღი საჭირო არ არის? – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირს წარმომადგენლები უნდა იყვნენ თვითონ, ანტონიუ კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ბიუროკრატიის თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება.

„რუსეთის მხრიდან მოლაპარაკების ერთ-ერთი პირობაა, რომ ემბარგოები და შეზღუდვები შეწყდეს. ძირითადად, ეს შეზღუდვები დაწესებული აქვს ევროკავშირს. კაია კალასი ამბობს, ჩემ ნაცვლად შენ ნუ ილაპარაკებო. ფაქტია, უკრაინას უბიძგებდნენ, რუსეთისთვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთი სამხედრო წინააღმდეგობა გაეწია. ეს ხომ ამერიკული შეიარაღებით ხდება? ამ ნაწილში ევროპული შეიარაღების ნაწილი თითქმის მიზერულია. რას ამბობს კაია კალასი, თვითონ აიღებს თავის თავზე ყველაფერს? თავად მიაწვდის იარაღს უკრაინას, დააფინანსებს და გააკეთებს ყველაფერს და ამერიკული იარაღი საჭირო არ არის? ეს არის მათი დამოკიდებულება მშვიდობის და ადამიანების სიცოცხლის მიმართ, რაც სამწუხაროა. ევროკავშირის ბიუროკრატიის ამ თამაშს ათასობით უკრაინელი ეწირება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირის რიტორიკის ფონზე, ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, ომი საკუთარი პირობებით დაასრულოს?”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები