პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარს დაარტყეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარზე საპასუხო დარტყმა განახორციელეს. აშშ-სა და ბაჰრეინს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარს დაარტყეს
ინტერპრესნიუსი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარს დაარტყა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა სექტემბრის დასაწყისის შემდეგ, როდესაც ირანული მხარე სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყანაში ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თავდასხმის შესახებ იუწყება.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ეს დარტყმა საპასუხო ქმედება იყო ირანის სამხრეთ ნაწილში - ჰორმოზგანის პროვინციის სირიკის ოლქში - მდებარე სატელეკომუნიკაციო ანძაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშზე.

Reuters-ი წერს, რომ ეს განცხადება ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტში არსებული მყიფე დროებითი სიმშვიდის ფონზე გაკეთდა.

აშშ-სა და ბაჰრეინის აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - BBCწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები