თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ გია ძლიერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. გამოძიების ცნობით, კოსმონავტების ქუჩაზე მომხდარი დანაშაული 4-წლიან ქონებრივ დავას უკავშირდება.

ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია ძლიერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩატარდება, სადაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს დაკავებულ გია ძლიერაშვილს.
ცნობისთვის, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე ცოლ-ქმარს, სოსო სუჯაშვილსა და ნანა ფირანიშვილს მათსავე საცხოვრებელ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა 62 წლის გია ძლიერაშვილი დააკავეს.
როგორც ირკვევა, მკვლელობა 4-წლიან ქონებრივ დავას უკავშირდება. კერძოდ კი, სოსო სუჯაშვილმა და ნანა ფირანიშვილმა ბრალდებულის დის საცხოვრებელი ბინა აუქციონზე შეიძინეს, თუმცა, საცხოვრებელს არ ტოვებდნენ.
მხარეებს შორის, მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბოლო მოლაპარაკება ჩაიშალა. 12 ნოემბერს კი, ბრალდებულის დის ბინიდან გამოსახლება იყო დაგეგმილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…