პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფოთის მერი ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ჯაბა თურქიას: წინ კიდევ ბევრი წარმატება და საამაყო შედეგი გელოდება

ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სამბისტ ჯაბა თურქიას შეხვდა და წარმატება მიულოცა. ჩემპიონსა და მის მწვრთნელს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ფოთის მერი ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ჯაბა თურქიას: წინ კიდევ ბევრი წარმატება და საამაყო შედეგი გელოდება
რუსთავი 2

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ჯაბა თურქიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ფოთელმა სპორტსმენმა ჯაბა თურქიამ ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ დაისაკუთრა.

"დღეს ფოთელ სპორტსმენს, სამბოში ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ჯაბა თურქიას მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მივულოცე.

განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ შეხვედრას მისი სპორტული სკოლის ახალგაზრდა მოჭიდავეებიც ესწრებოდნენ, რომელთათვისაც ჯაბას წარმატება შრომისა და მიზანდასახულობის საუკეთესო მაგალითია.

მადლობა ჯაბას ამ დიდი გამარჯვებისთვის, მის მწვრთნელებს კი გაწეული შრომისა და თავდადებისთვის!

საამაყოა, რომ ფოთელი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. მჯერა, მათი მიღწევები კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შთააგონებს და ახალი გამარჯვებებისკენ უბიძგებს.

ჯაბა, კიდევ ერთხელ გილოცავ. წინ კიდევ ბევრი წარმატება და საამაყო შედეგი გელოდება!" - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მსოფლიო ჩემპიონსა და მის მწვრთნელს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბექა ვაჭარაძე: ფოთელი ახალგაზრდების წარმატება მთელი ქალაქისთვის საამაყოა, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და მნიშვნელოვანი მიღწევააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები