ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
UFC-ის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარი ინციდენტი შეაფასა და განაცხადა, რომ მხარეებმა ანგარიშები გაასწორეს. ცარუკიანის თქმით, კონფლიქტის მონაწილეებს შესაძლოა დეპორტაცია ელოდებათ.

აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის ჩხუბის შემდეგ, პოლიციამ 10 პირი დააკავა, მათ შორის ორი, რომლებიც ინციდენტის ვიდეოს იღებდნენ.
კომენტარი UFC-ს მებრძოლმა არმან ცარუკიანმა გააკეთა: ეს უნდა მომხდარიყო. ეს გარდაუვალი იყო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდეც, რომ წინა ჯერზე, როცა მერაბი აქ იყო, არაფერი მომხდარა. საპასუხო ქმედება აუცილებლად უნდა მომხდარიყო - და მოხდა. შესაძლებელი იყო თუ არა ამის თავიდან აცილება? შესაძლოა, თუმცა რთული იქნებოდა. იცით, როდესაც ადამიანი მხოლოდ ემოციებით მოქმედებს, მით უმეტეს, როცა საქმე მისი ძმის შეურაცხყოფას ეხება, ის აუცილებლად უპასუხებს. მას სურდა, ზუსტად ის დაებრუნებინა, რაც თავად მიიღო. არ მგონია, უსმანს მართლა ჩხუბი უნდოდა; ვფიქრობ, მას უბრალოდ სურდა, საპასუხოდ თავადაც გაეწნა სილა. ის იდგა და არ სურდა, სიტუაცია უფრო გამწვავებულიყო, ეგონა, ამით ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ მერაბი - ის ხომ ნამდვილი მხეცია, პირდაპირ ეკვეთა.
არავითარ გაგრძელებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. უბრალოდ უნდა დასხდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და დაშორდნენ. მან (მერაბმა) თავისი საქმე იქ, სამშობლოში გააკეთა, მან (უსმანმა) კი - აქ. მოკლედ, როგორც იტყვიან, ანგარიშები გაასწორეს, ბარიბარს არიან. ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება... რატომ უნდა შეიქმნას ეთნიკური კონფლიქტები? პირიქით უნდა მოხდეს. აუცილებელია, ვთქვათ, ხაბიბი ჩაერიოს, ან უხუცესები და კონფლიქტი მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოაგვარონ, რათა ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და დაიშალონ.
ჩხუბის შედეგები? ალბათ, იქნება. ვფიქრობ, ვინც იჩხუბა, ყველას დეპორტაცია ელოდება. მათ შორის მერაბსაც. აბუ-დაბიში მოქმედი წესების თანახმად, თუ ვინმე დაგარტყამს, შენ არ გაქვს უფლება, ჩხუბი წამოიწყო. იმედი მაქვს, ყველას გაათავისუფლებენ".
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…