პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ქაჯაია: „ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება პოლიტიკურ ველზე ამ რადიკალური პარტიების სამართლებრივად აკრძალვის შემდეგ, რადგან დღეს თუ რომელიმე გულანთებულ ახალგაზრდას, ნამდვილ პატრიოტს საკუთარი თავის თვითრეალიზება არ შეეძლო, ამის მიზეზი სწორედ ის ოპოზიციური ძალები იყვნენ, რომლებიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არიან წარმოდგენილნი“

საკონსტიტუციო სასამართლო

ანალიტიკოს გიორგი ქაჯაიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების სამართლებრივი აკრძალვის შემდეგ პოლიტიკურ ველზე შესაძლებლობების დიდი ფანჯარა გაიხსნება.

გიორგი ქაჯაია: „ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება პოლიტიკურ ველზე ამ რადიკალური პარტიების სამართლებრივად აკრძალვის შემდეგ, რადგან დღეს თუ რომელიმე გულანთებულ ახალგაზრდას, ნამდვილ პატრიოტს საკუთარი თავის თვითრეალიზება არ შეეძლო, ამის მიზეზი სწორედ ის ოპოზიციური ძალები იყვნენ, რომლებიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არიან წარმოდგენილნი“
POSTV

„ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება პოლიტიკურ ველზე ამ რადიკალური პარტიების სამართლებრივად აკრძალვის შემდეგ, რადგან დღეს თუ რომელიმე გულანთებულ ახალგაზრდას, ნამდვილ პატრიოტს საკუთარი თავის თვითრეალიზება არ შეეძლო, ამის მიზეზი სწორედ ის ოპოზიციური ძალები იყვნენ, რომლებიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არიან წარმოდგენილნი“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

„მისასალმებელია, რომ ახალი, კონსტრუქციული და ჯანსაღი ოპოზიციური ძალები უკვე არიან და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი ასეთი ძალა გამოიკვეთება ქართულ პოლიტიკურ ველზე. მმართველ გუნდსაც აქვს მზაობა, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს მოთამაშეები პროქართულ ინტერესს, საქართველოს ინტერესს ემსახურებოდნენ. ხელისუფლებას, რასაკვირველია, სჭირდება ჯანსაღი კონკურენტი, რომელიც მმართველ ძალას მოდუნების საშუალებას არ მისცემს. ეს არის აბსულუტურად ჯანსაღი პროცესი, ყველა ქვეყანაში ასეა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია.

მივმართავ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც, სამწუხაროდ, შეცდომაში არიან შეყვანილები – მათ შორის, იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც 2024 წელს აქციებზე იყვნენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ: უბრალოდ, ვერ წარმოიდგენთ, თქვენ რა მნიშვნელოვან საქმეს ეყრება საფუძველი, როცა ეს პოლიტიკური პარტიები სამართლებრივად აიკრძალება, რამხელა შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება პოლიტიკურ ველზე. დღეს თუ რომელიმე გულანთებულ ახალგაზრდას, ნამდვილ პატრიოტს გზას უღობავდა პოლიტიკაში და თავის თვითრეალიზებას ვერ ახდენდა, ამის მიზეზი სწორედ ის ოპოზიციური ძალები იყვნენ, რომლებიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არიან წარმოდგენილნი.

მე ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად გაჩნდებიან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები – და არიან კიდეც ასეთი ადამიანები – რომლებიც ძალიან კარგად იაზრებენ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ოპოზიციონერობა ამ ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩვენთვის საინტერესო იქნება მოვისმინოთ სასამართლოს მხრიდან დასმული კითხვები იმ პარტიების მიმართ, რომელთა არაკონსტიტუციურობის საკითხია დამდგარი, ისინი ვალდებული იქნებიან სამართლებრივად უპასუხონ სასამართლოს - გიორგი კახიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები