გიორგი ქაჯაია რადიკალურ ოპოზიციაზე: „არანაირი ალიანსი არ არსებობს - ეს ფურცელზე დაწერილი, მოჩვენებითი
ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არანაირი რეალური ალიანსი არ არსებობს და მათი ერთობა მოჩვენებითია. მისი თქმით, ეს ძალები მიხეილ სააკაშვილის წიაღიდან არიან და მათი ერთადერთი მიზანი რევანშისტული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა.

„არანაირი ალიანსი არ არსებობს – ეს ფურცელზე დაწერილი, მოჩვენებითი ერთობაა, რომელიც რეალურად არ შედგა, იმიტომ რომ ერთმანეთთან არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არ აქვთ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ადამიანები, მართალია, ერთი ადამიანის „შვილობილები“ და მისი წიაღიდან წამოსულები არიან – ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. რატომ ეძახის ხალხი მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“? – იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფლანგად გაიყო, მაგრამ ვინ-ვინ და ხალხი პოლიტიკურად ბრძენია და კარგად ხვდება, ვისთან და რასთან აქვს საქმე. ასე რომ, რამდენიც უნდა ეცადონ და რა პარტიაც არ უნდა შექმნან, თავიანთი წარსული და ცოდვები, რა თქმა უნდა, თან გაჰყვებათ.
ამ ადამიანებს ერთმანეთის ატანა არ აქვთ, თუმცა სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, მათივე თათბირებსა და შეხვედრებზე ვხედავთ, რომ ერთადერთი რამე ამოძრავებთ – ეს არის რევანშისტული გზით, სახელმწიფოს დამხობით ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება. ღვთის წყალობით, ეს აქამდე არ გამოუვიდათ და იმედია, მომავალშიც არ გამოუვათ.
გახსოვთ ალიანსი, მარტისა და აპრილის თვეებში რომ შეიქმნა? მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ალიანსი დიდხანს ვერ იარსებებდა და ვხედავთ კიდეც, რომ ჩემი ნათქვამი გამართლდა. სინამდვილეში, არანაირი ალიანსი არ არსებობს – ეს ფურცელზე დაწერილი, მოჩვენებითი ერთობაა, რომელიც რეალურად არ შედგა, იმიტომ რომ ერთმანეთთან არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არ აქვთ“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.
ციტატები სტატიიდან
„არანაირი ალიანსი არ არსებობს – ეს ფურცელზე დაწერილი, მოჩვენებითი ერთობაა, რომელიც რეალურად არ შედგა, იმიტომ რომ ერთმანეთთან არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არ აქვთ“
„ეს ადამიანები, მართალია, ერთი ადამიანის „შვილობილები“ და მისი წიაღიდან წამოსულები არიან – ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. რატომ ეძახის ხალხი მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“? – იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფლანგად გაიყო, მაგრამ ვინ-ვინ და ხალხი პოლიტიკურად ბრძენია და კარგად ხვდება, ვისთან და რასთან აქვს საქმე. ასე რომ, რამდენიც უნდა ეცადონ და რა პარტიაც არ უნდა შექმნან, თავიანთი წარსული და ცოდვები, რა თქმა უნდა, თან გაჰყვებათ. ამ ადამიანებს ერთმანეთის ატანა არ აქვთ, თუმცა სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, მათივე თათბირებსა და შეხვედრებზე ვხედავთ, რომ ერთადერთი რამე ამოძრავებთ – ეს არის რევანშისტული გზით, სახელმწიფოს დამხობით ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება. ღვთის წყალობით, ეს აქამდე არ გამოუვიდათ და იმედია, მომავალშიც არ გამოუვათ. გახსოვთ ალიანსი, მარტისა და აპრილის თვეებში რომ შეიქმნა? მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ალიანსი დიდხანს ვერ იარსებებდა და ვხედავთ კიდეც, რომ ჩემი ნათქვამი გამართლდა. სინამდვილეში, არანაირი ალიანსი არ არსებობს – ეს ფურცელზე დაწერილი, მოჩვენებითი ერთობაა, რომელიც რეალურად არ შედგა, იმიტომ რომ ერთმანეთთან არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არ აქვთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…