“ტარიელ კაკაბაძეს საჯაროდ მივმართავ – მაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხს ვითხოვ!” – ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანი ყოფილ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს საჯაროდ მიმართავს და შესრულებული სამართლებრივი სამუშაოსა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების შესახებ კითხვებზე პასუხს სთხოვს.

ნატა ვიბლიანი, ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს, რომელმაც უარი.განაცხადა მის დაცვის გაგრძელებაზე და ამის მიზეზებზეც ისაუბრა, სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს:
⚖️❗ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებით მაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხს ვითხოვ!
პირველივე დღიდან ვსაუბრობდი იმ საკითხებზე, რომლებიც დღესაც პასუხგაუცემელია. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა!
ტარიელ კაკაბაძეს საჯაროდ მივმართავ:
❓ როდის გაეცანით სრულად ჩემი საქმის მასალებს?
❓ როდის იმყოფებოდით სამეგრელოში ჩემი საქმის გამო?
❓ არსებობს თუ არა თქვენი სამუშაო ჩანაწერები, სადაც ასახულია საქმის შესწავლის პროცესი, მოწმეების ჩვენებები და მტკიცებულებების ანალიზი?
❓ რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოითხოვეთ ჩემი ინტერესების დასაცავად?
❓ რომელ სასამართლო პროცესებს დაესწარით და რომელზე არ იყავით წარმოდგენილი? რა იყო ამის მიზეზი?
❓ რა ინფორმაცია მიაწოდეთ კლიენტს საქმის მიმდინარეობის შესახებ?
❓ რა სამართლებრივი სამუშაო შეასრულეთ იმ პერიოდში, როდესაც ჩემი სახელით მოქმედებდით?
მინდა შეგახსენოთ საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“:
🔴 მუხლი 5 — ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები და დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
🔴 მუხლი 6, პუნქტი 2 — ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.
🔴 მუხლი 7 — პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
🔴 მუხლი 8 — კლიენტის ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის დაუშვებლობა.
ასევე, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლი ადგენს ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობის პრინციპს.
ამ ნორმების გათვალისწინებით, საზოგადოებასაც და მეც გვაქვს უფლება დავსვათ კითხვები: რამდენად კეთილსინდისიერად შესრულდა კლიენტის წინაშე აღებული პროფესიული ვალდებულებები?
მე არ ვამტკიცებ იმას, რაც ჯერ სათანადოდ არ არის დადასტურებული, მაგრამ არც კითხვების დასმას შევწყვეტ!
ჩემთვის ადვოკატი არ არის ფეისბუქზე აქტიურობა, ხმამაღალი განცხადებები და საკუთარი საქმიანობის რეკლამირება. ჩემთვის ადვოკატი არის პროფესიული პასუხისმგებლობა, ნდობა და კლიენტის უფლებების დაცვა!
ტარიელ კაკაბაძე, რატომ არ უნდა მივიღო კონკრეტული პასუხები შესრულებულ სამუშაოზე?
რატომ უნდა დავკმაყოფილდე ზოგადი განცხადებებით, როდესაც საუბარია ჩემს საქმეზე, ჩემს უფლებებსა და ჩემს ცხოვრებაზე?
მე ვითხოვ პასუხებს და არა პირად დაპირისპირებას!
⚖️ სიმართლეს ფაქტები და დოკუმენტები აჩვენებს!
ჩემი საქმე არ არის ვინმეს პირადი რეიტინგის ასამაღლებელი საშუალება!
მე ვითხოვ სამართლიანობას!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…