„ნატა ვიბლიანი ადვოკატებს ჩემს დასჯას სთხოვდა…“ – მარიამ კუბლაშვილი
ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ნატა ვიბლიანი ჯიმშერ ვიბლიანს უმძიმესი დანაშაულის ჩადენას აბრალებდა და საკუთარ ადვოკატებს კუბლაშვილის დასჯასა და დაკავებასაც კი სთხოვდა.

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ნატა ვიბლიანის საქმეზე ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„იმაზე დიდი ბოროტება არაფერია, როდესაც უდანაშაულო ადამიანს დანაშაულის ჩადენას აბრალებ, მითუმეტეს პედოფილიას. ამაზე დიდი ბოროტება, ამაზე უღირსი საქციელი არაფერია და მთელი ამ თვეების განმავლობაში მსგავს მოთხოვნებს ვიღებდით ჩვენ, მე და ჩემი კოლეგა ადვოკატები.“ – ტარიელ კაკაბაძე ანუ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნატა ვიბლიანი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ჯიმშერ ვიბლიანს, ცილს სწამებდა და უმძიმესი დანაშაულის ჩადენას აბრალებდა.
დღეს ამ მძიმე, უსაფუძვლო ბრალდებებს მისივე ადვოკატები გაემიჯნენ. იმის გამო, რომ უდანაშაულო ადამიანს ვიცავდი, ნატა ვიბლიანი ადვოკატებს ჩემ წინააღმდეგ საჩივრების მომზადებასა და ჩემს დასჯას სთხოვდა. როგორც ახლა გავიგე, ის ჩემს დაკავებასაც კი ითხოვდა.
უფრო მეტიც, უამრავმა ადამიანმა უსამართლოდ და უმიზეზოდ მომაყენა მძიმე შეურაცხყოფა.უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ“, – წერს მარიამ კუბლაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…