სპორტი · 12 ნოემბერი, 20:04
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 35 წლის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ნეაპოლური კლუბის დატოვებას გეგმავს. ბელგიელი ფეხბურთელით მილანი, ინტერი, პსვ და ევერტონი ინტერესდებიან.

35 წლის ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შეიძლება მალე „ნაპოლი“ დატოვოს, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
დე ბრუინმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი საბაზრო ფასი კი 8 მილიონი ევროა.
ბელგიელით „მილანი“, „ინტერი“, პსვ და „ევერტონი“ არიან დაინტერესებული.
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…