"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ გიორგი კვერნაძემ შესაძლოა იანვარში „ფროზინონე“ დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, ქართველი გარემარბით „რომა“, „კრისტალ პალასი“, „მონაკო“ და „ევერტონი“ ინტერესდებიან.

სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა სოციალური ქსელით იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, „ფროზინონემ“ შემტევი გიორგი კვერნაძე მალე გაასხვისოს:
„გიორგი კვერნაძემ შეიძლება იანვარში „ფროზინონე“ დატოვოს. როგორც ორი კვირის წინ გახდა ცნობილი, გარემარბით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. გამოსასყიდი თანხა (4 მილიონი ევრო) მხოლოდ 2027 წლის ზაფხულში შევა ძალაში, ამიტომ „ფროზინონე“ შეიძლება იანვარში უფრო მომგებიან წინადადებას დათანხმდეს, რათა ფეხბურთელის გაყიდვიდან მეტი თანხა მიიღოს”.
იტალიური მედიის ცნობით, ქართველით „რომა“, „კრისტალ პალასი“, „მონაკო“ და „ევერტონი“ არიან დაინტერესებული და „ახალ კვარას“ წინადადებით უკვე მიმართეს.
transfermarkt-ის მიხედვით კვერნაძის ფასი 8 მილიონია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…