პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სისხლიანი გარჩევა ვაკეში - "პირველებმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა

ქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

„პირველების“ ინფორმაციით, ვაკეში, მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების გამო 7 პირია დაკავებული, რომელთაც ბრალი ოფიციალურად გააცნეს. საქმეზე დაჭრილია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი დაჩი ტვილდიანი.

სისხლიანი გარჩევა ვაკეში - "პირველებმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა
TV პირველი

"პირველებმა" მრგვალ ბაღში სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულების ვინაობა დაადგინა.

პირველების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: გიორგი გიგანი, ლუკა ფარულავა, გეგი ალასანია, ლუკა რობაქიძე, ტატო მოგოშია, დავით კაჭახიძე, ნიკოლოზ ფარულავა.

ყველა მათგანს სახელმწიფო ბრალდებამ ბრალის ოფიციალური დადგენილება დროებითი დაკავების იზოლატორში დღეს გააცნო.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა მათი ადვოკატების თქმით, ისინი ალაპარაკებას სავარაუდოდ, სასამართლოზე გეგმავენ.

არის კიდევ ერთი დეტალი, არსებული ინფორმაციითნ ჯგუფურად ანგარიშსწორების საქმეს არა ერთი, არამედ ოთხი დაზარალებული ყავს.

რაც შეეხება დაზარალებლებს, დღეს გავრცელდა ცნობა, რომ მრგვალ ბაღთან დაჩი ტვილდიანთან თბილისის ვცენტრში კიდევ იმყოფებოდა მინიმუმ 2 პირი, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს, ვაკეში, მრგვალ ბაღთან, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სტუდენტი დაიჭრა. საუბარია დაჩი ტვილდიანზე, რომელიც საჯარო ცნობების მიხედვით, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრია.

გუშინ, 11 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ საქმეზე 7 პირი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში - პოლიციამ მამა-შვილი კაჭკაჭაშვილები გამოკითხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები