პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ: „მთავარი საკითხი, რაშიც ორ ქვეყანას თანხვედრა აქვს, არის სამშვიდობო პოლიტიკა“

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე მთავარი თანხვედრის საკითხი სამშვიდობო პოლიტიკა იყო. მისივე თქმით, საუბარი შეეხო ანაკლიის პორტსაც, რომლის პროცესშიც თურქეთმა ჩართვის სურვილი გამოთქვა.

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ: „მთავარი საკითხი, რაშიც ორ ქვეყანას თანხვედრა აქვს, არის სამშვიდობო პოლიტიკა“
POSTV

“განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი სამიტი იყო გუშინ, იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული და მე პირადად გადავუხადე მადლობა თურქეთის პრეზიდენტს”, – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მთავარი, რაშიც საქართველო და თურქეთი თანხმდებიან, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა.

“ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ბატონ ერდოღანთან, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. გვქონდა საუბარი, თუ რა მდგომარეობაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩვენ ვიცით, როგორი ინტერესია შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ორი საკვანძო ქვეყანა არის – თურქეთი და საქართველო და ამაში დიდი ინტერესია. ანაკლიის პორტზე გვქონდა საუბარი, სადაც გამოთქვეს სურვილი, რომ თურქეთიც ჩაერთვება ამ პროცესში. იცით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განახლების შემდეგ, 2 ივნისს დაიწყო ფუნქციონირება და საკმაოდ მასშტაბურად იზრდება ტვირთბრუნვა. ეს პროცესებია, რომელიც ამ ორივე ქვეყნის ინტერესს აკმაყოფილებს. კიდევ უფრო მეტად ვიქნებით ამ კუთხით ინტერესით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.

მთავარი საკითხი, რაშიც თანხვედრა არის ამ ორი ქვეყნის, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა. ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, პოზიციონირებს როგორც მშვიდობის, ასე ვთქვათ, პოლიტიკის მწარმოებელი და გუშინაც მის სიტყვაში ეს კარგად ჩანდა და პირად შეხვედრაშიც ეს აღვნიშნე. სწორედ ამის გამოძახილია ეს ჩვენი ურთიერთობების დინამიკურად განვითარება და გაღრმავება და ამას აღვნიშნავთ ორივე ქვეყანა, ამას მივესალმებით, ეს პროცესია და გვიხარია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ. განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი სამიტი იყო გუშინ, იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული და მე პირადად გადავუხადე მადლობა თურქეთის პრეზიდენტს. შთამბეჭდავი იყო, სხვათა შორის, ბატონი ერდოღანის სიტყვა, ემოციური, სადაც მან აღნიშნა, რომ ერთი ცა გვაქვს და ერთი დედამიწა და ამიტომ, ამ თემაში ყველა უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ, რომ მართლაც საგრძნობია კლიმატური ცვლილებების საფრთხე ჩვენი საზოგადოებების, ქვეყნებისთვის და ამაში გაერთიანება გვჭირდება ყველას”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: მთავარი თანხვედრა, რაშიც ეს ორი ქვეყანა ვთანხმდებით, ესაა სამშვიდობო პოლიტიკა. ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც თურქეთია, აწარმოებს მშვიდობის პოლიტიკას. არის კარგი მეზობელი, რომელსაც ჩვენნაირი დამოკიდებულება აქვს არსებულ გამოწვევებზე, რომელსაც დღეს ვხედავთ მსოფლიოში
  2. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ ყაველაშვილი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ: მთავარი საკითხი, რაშიც ორ ქვეყანას თანხვედრა აქვს, არის სამშვიდობო პოლიტიკა
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი – სწორედ დღეს არის აუცილებელი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ბატონი ერდოღანი ატარებს და, რაც საერთო გვაქვს, ამას ვუფრთხილდებით, პატივს ვცემთ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები