პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გირგვლიანის აქციების დროს, მე იმ აქციებზე ვიდექი! მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია - წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაიუსტიციის სამინისტრო

საკონსტიტუციო სასამართლოში ევა გოცირიძის მიერ გირგვლიანის საქმის წამოწევას ანა წითლიძემ უპასუხა, რომ საქმის გადაწყვეტილების მიმღები ლევან მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია, და მოსამართლის აცილების საკითხზე მიუთითა.

გირგვლიანის აქციების დროს, მე იმ აქციებზე ვიდექი! მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია - წითლიძე
TV პირველი

პარტიების აკრძალვის პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაუსვა კითხვები.

მოსამართლეთა პლენუმის წევრმა თქვა, რომ მაშინ სახელმწიფომ ამ საქმეზე ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„სხვათა შორის, მე ვესწრებოდი ამ საქმის [გირგვლიანის საქმის] განხილვას სტრასბურგის სასამართლოში და კარგად მახსოვს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა, რა არგუმენტი წარმოაყენა. მე გეუბნებით დანამდვილებით - მან თქვა, რომ მკვლელები იმ წუთას სამსახურებრივ უფლებამოსილების არ ასრულებდნენ, არ ეცვათ სამსახურის ფორმა და ეს, პირად კონფლიქტად უნდა იქნეს განხილულიო. მხოლოდ ამიტომ მოხდა ის, რომ მეორე მუხლის არსებითი განხილვა არ იქნა დადგენილი, თუმცა თუ გახსოვთ და ალბათ, ამას ვერ უარყოფთ, რომ მაშინ სახელმწიფომ უარი თქვა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და როდესაც ევროპულმა სასამართლომ მას მოსთხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა მკვლელებსა და სუფრის მონაწილეებს შორის, მიუხედავად რამდენიმე თხოვნისა, სახელმწიფომ უარი თქვა სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და ამას მოჰყვა კიდევაც კონვენციის 38-ე მუხლის ცალკე დარღვევის აღიარება, სწორედ იმის ნიშნად, რომ სახელმწიფომ არ ითანამშრომლა. აი, ეს ინფორმაცია, რომ გადაცემული ყოფილიყო არ არის გამორიცხული, მეორე მუხლის არსებითი დადგენაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა, ისეთი საუბრები, რომ სახელმწიფოს ერჩივნა 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე ის გამჟღავნებულიყო, რა იყო ამ საუბრებში“ , - გააცხადა ევა გოგიძემ.

მოსამართლეს ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა უთხრა, რომ ის პირად შთაბეჭდილებას აზაიარებდა სხდომაზე.

" ჩვენი პირადი შთაბეჭდილებებიც ძალიან მძიმე არის ამ საკითხთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ბეჟაშვილმა, რაზეც გოცირიძემ უპასუხა: „იმედია“.

ამის შემდეგ ანა წითლიძემ გოცირიძის აცილების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რადგან ენმ-ის ლიდერის თქმით, მოსამართლე ევა გოცირიძე წინასწარ გამოხატავს აზრს, მაშინ მისი აცილების საკითხი უნდა დააყენონ.

რომელი აზრი გამოვხატე, მაგალითად? [ვთქვი], ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით-მეთქი. არ უნდა მქონდეს ამის იმედი?“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

„ქალბატონო ევა, გირგვლიანის აქციების დროს, მე იმ აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, რადგან ვთვლიდი, რომ არ იყო სწორი, მაგრამ გირგვლიანის საქმის გადაწყვეტილების მიმღები, რასაც მე დღესაც ვაპროტესტებ, იყო ლევან მურუსიძე, რომელიც დღესაც არის სასამართლო სისტემაში. ამიტომ, თქვენი კითხვის პასუხად არის სწორედ ეს. თქვენ ცდილობთ, რომ იმ დროს, მომხდარი შეცდომები, გადაცდომები კონკრეტული პასუხისმგებლობები, რაც მათ შორის, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, განაზოგადოთ მთელ ნაციონალურ მოძრაობაზე, მათ შორის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ, 2012 წლიდან ვართ „ნაციონალურ მოძრაობაში"- თქვა წითლიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიგირგვლიანის აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია – წითლიძე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გირგვლიანის საქმეზე დისკუსია იყო - მოსამართლემ პარტიის წარმომადგენლებს მიმართა: „იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით“
  3. იმედინიუსისამთავრობოევა გოცირიძე გირგვლიანის საქმეზე: როდესაც ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა, სახელმწიფომ უარი თქვა თანამშრომლობაზე. ეს ინფორმაცია რომ გადაცემულიყო, არ არის გამორიცხული, მე-2 მუხლის არსებითი დარღვევაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა, სახელმწიფოს ერჩივნა, 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე ის გამჟღავნებულიყო რა იყო იმ საუბრებში
  4. რუსთავი 2სამთავრობოევა გოცირიძე: მე ვესწრებოდი გირგვლიანის საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლოში და მახსოვს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა არგუმენტი წამოაყენა, რომ მკვლელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდნენ და ეს პირად კონფლიქტად უნდა იქნას განხილულიო
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატომ მიანიშნა ენმ-მ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე და რა კითხვები ჰქონდა მოსამართლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები