პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე863 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეირაკლი ხელაძე „ნაცმოძრაობაზე“: ჩვენ ვართ შესული ისტორიულ სამართლებრივ პრეცედენტულ პროცესში, გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი გაკეთებული, სადაც ობიექტურად მოყვანილია ის ფაქტები და დანაშაულები, რასაც წლების განმავლობაში ეს ადამიანები კოლექტიურად აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ863 ჩანაწერი · 13 მედია

ევა გოცირიძე გირგვლიანის საქმეზე: როდესაც ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა, სახელმწიფომ უარი თქვა თანამშრომლობაზე. ეს ინფორმაცია რომ გადაცემულიყო, არ არის გამორიცხული, მე-2 მუხლის არსებითი დარღვევაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა, სახელმწიფოს ერჩივნა, 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე ის გამჟღავნებულიყო რა იყო იმ საუბრებში

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაიუსტიციის სამინისტრო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოს სატელეფონო ჩანაწერები არ გადასცა, რადგან ერჩივნა მე-38 მუხლის დარღვევა ეღიარებინა, ვიდრე საუბრების შინაარსი გამჟღავნებულიყო.

ევა გოცირიძე გირგვლიანის საქმეზე: როდესაც ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა, სახელმწიფომ უარი თქვა თანამშრომლობაზე. ეს ინფორმაცია რომ გადაცემულიყო, არ არის გამორიცხული, მე-2 მუხლის არსებითი დარღვევაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა, სახელმწიფოს ერჩივნა, 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე ის გამჟღავნებულიყო რა იყო იმ საუბრებში
იმედინიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ბეჟაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და გამოეხმაურა მის მიერ განმარტებებში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაადგინა.

გოცირიძემ ბეჟაშვილს ჰკითხა, ამ განცხადებით მას სურდა თუ არა იმის დამტკიცება, რომ მკვლელობა სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ჩადენილი. მოსამართლემ ასევე, ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

„მე ვესწრებოდი ამ საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლოში და კარგად მახსოვს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა რა არგუმენტი წამოაყენა, რომ მისი მკვლელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას იმ წუთას არ ასრულებდნენ, არ ეცვათ სამსახურის ფორმაო და ეს პირად კონფლიქტად უნდა იქნას განხილულიო და მხოლოდ ამიტომ მოხდა, რომ მე-2 მუხლის არსებითი დარღვევა არ იქნა დადგენილი, თუმცა, თუ გახსოვთ და ალბათ ამას ვერ უარყოფთ, სახელმწიფომ მაშინ უარი თქვა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და როდესაც ევროპულმა სასამართლომ მას მოსთხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა მკვლელებსა და სუფრის მონაწილეებს შორის, სახელმწიფომ მას, მიუხედავად რამდენიმე მოთხოვნისა, უარი თქვა სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და ამას მოჰყვა კიდევაც კონვენციის 38-ე მუხლის ცალკე დარღვევის აღიარება სწორედ იმის ნიშნად, რომ სახელმწიფომ არ ითანამშრომლა. ეს ინფორმაცია რომ გადაცემული ყოფილიყო, არ არის გამორიცხული, რომ მე-2 მუხლის არსებითი დარღვევაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა ისეთი საუბრები იყო, რომ სახელმწიფოს ერჩივნა, რომ 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული ვიდრე ის გამჟღავნებულიყო რა იყო იმ საუბრებში“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიგირგვლიანის აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია – წითლიძე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გირგვლიანის საქმეზე დისკუსია იყო - მოსამართლემ პარტიის წარმომადგენლებს მიმართა: „იმედი მაქვს, ამ ყველაფერს განიცდით“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატომ მიანიშნა ენმ-მ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე და რა კითხვები ჰქონდა მოსამართლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები