პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა, დაჭრილია 5 ადამიანი

ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებული არ არის და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.

მედია - თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა, დაჭრილია 5 ადამიანი
ინტერპრესნიუსი

თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა, დაჭრილია ხუთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ხუთმა ადამიანმა ჭრილობები მიიღო ცეცხლსასროლი იარაღიდან ვაშინგტონის ლოგან-სერკლ უბანში, რომელიც თეთრი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს.

პოლიციის სამმართველოს პრესმდივანმა, ნიკოლ დინერმა აღნიშნა, რომ მსროლელი დაკავებული არ არის, ხოლო ზუსტი ადგილი, თუ სად მოხდა სროლა, უცნობი რჩება.

ასევე აღინიშნება, რომ უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიკეტა, ხოლო ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე სკოლები იზოლაციის რეჟიმში გადავიდა.

წყაროების ცნობით, პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელმა თავი სპორტდარბაზში შეაფარა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურივაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები