პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Fox 5: თეთრ სახლთან ვენესუელელი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. მას ავტომობილში სამი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი უპოვეს

თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებული მიგრანტი დააკავეს, რომელმაც განაცხადა, რომ თავში ხმები დონალდ ტრამპის მოკვლას სთხოვდნენ. მოპარული ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა AR-15 ტიპის შაშხანა, ორი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა იპოვეს.

Fox 5: თეთრ სახლთან ვენესუელელი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. მას ავტომობილში სამი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი უპოვეს
იმედინიუსი

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თეთრ სახლთან ახლოს, მოპარულ ავტომობილში მყოფი არალეგალი მიგრანტი დააკავეს. მან განაცხადა, რომ თავში ესმოდა ხმები, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკვლას სთხოვდნენ, იუწყება Fox 5.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მამაკაცი საეჭვო ქცევის გამო შენიშნეს. ავტომობილი ხუთშაბათს საღამოს კონსტიტუციის გამზირზე იყო გაჩერებული. როდესაც აგენტები მამაკაცს მიუახლოვდნენ, მან მათ უამბო, რომ თავში ხმები ჩაესმოდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ავტომობილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს AR-15-ის ტიპის შაშხანა, ორი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ავტომობილი სამხრეთ კაროლინაში იყო მოპარული.

30 წლის ვენესუელელი რონი იორდრიქს გუანიპა ჩრინოსი აშშ-ის მარშალების სამსახურმა დააკავა. მას ბრალად ედება ქურდობა, მოპარული ქონების მითვისება, შაშხანის ტარება და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული სხვა დანაშაულები.

„ეს შემთხვევა ასახავს იმ გაზრდილი საფრთხეების გარემოს, რომელშიც გვიწევს მუშაობა, ასევე იმ შეიარაღებული პირების მზარდ რაოდენობას, რომლებსაც თეთრი სახლის კომპლექსის სიახლოვე იზიდავთ“, - განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა შონ კურანმა.

მისი განცხადებით, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მსგავსი სიტუაციებისთვის მომზადებულნი არიან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს შემთხვევა ასახავს იმ გაზრდილი საფრთხეების გარემოს, რომელშიც გვიწევს მუშაობა, ასევე იმ შეიარაღებული პირების მზარდ რაოდენობას, რომლებსაც თეთრი სახლის კომპლექსის სიახლოვე იზიდავთ“
შონ კურანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Telegraph: დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში საზენიტო-სარაკეტო სისტემები განათავსეს - აშშ-ის საიდუმლო სამსახური უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები