პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანი ერდოღანთან შეხვედრით კმაყოფილია

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას დადებითი უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის რკინიგზა უნდა აღდგეს.

ფაშინიანი ერდოღანთან შეხვედრით კმაყოფილია
ნეტგაზეთი

„დღეს ჩვენ ძალიან დადებითი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, გვქონდა ძალიან პოზიტიური დიალოგი და უახლოეს მომავალში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას ველით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ TRT World-თან საუბარში.

მისივე განმარტებით, ორ ქვეყანას შორის რკინიგზა უნდა აღდგეს და მხარეები ამ მიმართულებითაც ვმუშაობენ.

ანტალიაში COP31-ის ფარგლებში, 11 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და ისაუბრეს მის წინ წაწევასა და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის მნიშვნელობაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები