პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, მრგვალ ბაღთან მომხდარი ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტზე პროკურატურამ შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულები ოთხ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთს ჭრილობები მიაყენეს და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხეს.

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

"საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა", - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 ნოემბერს, მრგვალ ბაღთან, საავტომობილო გზაზე, ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ პირს და მათ შორის ერთ-ერთს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ჭრილობები მიაყენეს.

"აღნიშნულით ბრალდებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და ქვეითთა გადაადგილება, რითაც საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მრგვალ ბაღში სისხლიანი გარჩევის საქმეზე 7 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები