გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, ახალი ლიტერატურის გამოფენა გაიმართა
გარდაბნის კულტურის სახლში ახალი თანამედროვე ლიტერატურის გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის სოფლის ბიბლიოთეკებს საჩუქრად ახალი წიგნები გადაეცათ.

კულტურის სახლში, ა(ა)იპგარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, ახალი თანამედროვე ლიტერატურის გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ახალი გამოცემები. გამოფენას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილე ფუად მირზოევთან ერთად დაესწრო.
ხელმძღვანელმა პირებმა ხაზი გაუსვეს მუნიციპალიტეტშიწიგნიერების ამაღლებისა და საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების მნიშვნელობას. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლის ბიბლიოთეკებს საჩუქრად ახალი წიგნები გადაეცათ.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…