ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროსაბჭოს წევრობა არ ნიშნავს უბრალოდ ქვეყნების კლუბის წევრობას — ბერსე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აცხადებს, რომ დემოკრატიის უკუსვლა და ოპოზიციაზე ზეწოლა ძირს უთხრის საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს. მან „ქართულ ოცნებას“ შეახსენა, რომ პარტიის გაუქმება დამაჯერებელ დასაბუთებას და აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

ევროსაბჭოს წევრობა არ ნიშნავს უბრალოდ ქვეყნების კლუბის წევრობას — ბერსე
ევროსაბჭოს წევრობა არ ნიშნავს უბრალოდ ქვეყნების კლუბის წევრობას — ბერსენეტგაზეთი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აცხადებს, რომ დემოკრატიის შემაშფოთებელი უკუსვლა ძირს უთხრის საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

საქართველოში არსებულ ვითარებისა და ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვის შესახებ ბერსეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სხდომაზე ჰკითხეს.

„საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა — ჩვენ ასე ვუწოდებთ — ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ ვდგავართ შემზღუდველი კანონმდებლობის, სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ოპოზიციაზე ზეწოლის წინაშე და ყველა ეს ელემენტი ძირს უთხრის პოლიტიკურ პლურალიზმს, ისევე როგორც ქვეყნის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს.

რაც შეეხება კონკრეტულად 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეს, ბერსეს თქმით, მან გამოხატა თავისი შეშფოთება, თუმცა სასამართლოს განაჩენის წინასწარგანჭვრეტის გარეშე:

„რადგან არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კანონის უზენაესობის პრინციპზე ვართ დაფუძნებული. ეს კი ნიშნავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ადამიანის უფლებათა კონვენცია, ასევე, სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრეცედენტული სამართალი. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებული ბევრი ელემენტი საბოლოოდ ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდება, ან შესაძლოა, განხილულ იქნას. ამიტომ, მეც ვასრულებ ჩემს მოვალეობას ისე, რომ არ შევარყიო სასამართლოს პოზიცია. მაგრამ ამის თქმით, შედეგის წინასწარ განჭვრეტის გარეშე, მე მოვუწოდე მმართველ უმრავლესობას პლურალიზმის დაცვისკენ“, – განაცხადა ბერსემ.

მან „ქართულ ოცნებას“ შეახსენა, რომ პარტიის გაუქმება მოითხოვს დამაჯერებელ დასაბუთებას და ასევე, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების მკაცრ დაცვას.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის ცდილობდა დიალოგში ჩართულობას და ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან.

“ბოლოს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან სექტემბერში, ნიუ-იორკში, განვიხილე და ხაზი გავუსვი ქვეყნის ვალდებულებების პატივისცემის მნიშვნელობას. როგორც ყველამ ვიცით, ევროპის საბჭო კვლავაც ჩართულია — თქვენი, კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის მეშვეობით. ასევე, მინდა ვახსენო ვენეციის კომისია, რომელმაც ახლახან გასცა სახელმძღვანელო მითითებები შემზღუდველ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და აგრძელებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მხარდაჭერას. ვფიქრობ, დიალოგმა ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიგვიყვანოს. ამ დროისთვის სიტუაცია ძალიან რთულია.

იცით, ევროპის საბჭოს წევრობა არ ნიშნავს უბრალოდ ქვეყნების კლუბის წევრობას. ეს ნიშნავს ვალდებულებების მაღალი დონის აღიარებას, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, და ასევე ნიშნავს სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულების აღებას. ეს არის საკვანძო ელემენტი, თუმცა ამას დრო სჭირდება“, — განაცხადა ბერსემ.

მანამდე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აზრით, შესაძლებელია თბილისთან მუშაობა დიალოგის საფუძველზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის დაწყებამდე ალენ ბერსემ განცხადება გაავრცელა და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი, შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი „ოცნებას: დაიცავით პოლიტიკური პლურალიზმი

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რადგან არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კანონის უზენაესობის პრინციპზე ვართ დაფუძნებული. ეს კი ნიშნავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან ადამიანის უფლებათა კონვენცია, ასევე, სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, პრეცედენტული სამართალი. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებული ბევრი ელემენტი საბოლოოდ ჩვენს სასამართლოებში აღმოჩნდება, ან შესაძლოა, განხილულ იქნას. ამიტომ, მეც ვასრულებ ჩემს მოვალეობას ისე, რომ არ შევარყიო სასამართლოს პოზიცია. მაგრამ ამის თქმით, შედეგის წინასწარ განჭვრეტის გარეშე, მე მოვუწოდე მმართველ უმრავლესობას პლურალიზმის დაცვისკენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძემ ალან ბერსეს განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით "ჩარევად" შეაფასაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები