პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ზინედინ ზიდანმა არ გამორიცხა, რომ მომავალში ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს. ამჟამად ზიდანი საფრანგეთის ნაკრებს ხელმძღვანელობს, რომელთანაც 4-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სპორტალი

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა არ გამორიცხა, რომ მომავალში ტურინის "იუვენტუსი" ჩაიბაროს.

"მარჩელო ლიპიმ მასწავლა, რომ ყოველთვის წინ უნდა იარო. როდესაც ტურინში ჩავედი, კარგად ვერ ვთამაშობდი, ამიტომ პრესა და გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ სათანადო დონეზე არ ვიყავი. ლიპიმ მითხრა, რომ მის ხელმძღვანელობით უნდა მეთამაშა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა.

"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა, შესაძლოა, მომავალში", - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, "ზიზუმ" საფრანგეთის ნაკრები ივლისის თვეში ჩაიბარა და "მამლებთან" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ამ თანამდებობაზე დიდიე დეშამი შეცვალა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები