პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩაბარებაზე უარი განაცხადა. გამოცემა Mirror-ის ცნობით, სპეციალისტს კლუბში არსებული დიდი პასუხისმგებლობის აღება არ სურს.

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
სპორტალი

დიდე დეშამს სამწვრთნელო კარიერის საკლუბო ფეხბურთში გაგრძელება და "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარება არ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და მაიკლ კერიკის შემცვლელად მისი დანიშვნის შესაძლებლობა განიხილა.

დეშამი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მას უმაღლეს დონეზე მუშაობის დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი სამწვრთნელო მიღწევები აქვს. გარდა ამისა, ფრანგი ამჟამად უკლუბოდ არის, რაც ინგლისურ გუნდს კომპენსაციის გადახდისგან გაათავისუფლებდა.

თუმცა, წყაროს ინფორმაციით, 58 წლის სპეციალისტს "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარება არ აინტერესებს, რადგან ამხელა პასუხისმგებლობის აღება არ სურს.

შეგახსენებთ, დეშამის ბოლო კლუბი მარსელის "ოლიმპიკი" იყო, რომელიც მან 2012 წელს დატოვა. ამის შემდეგ ფრანგი მხოლოდ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა და 2018 წელს გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები