მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბს ჩემი და ყველა სპორტსმენის სახელით - ვარლამ ლიპარტელიანი
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ამორალურ საქციელს უწოდებს.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვარლამ ლიპარტელიანი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. თავად ფაქტი კი, ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, იყო ამორალური, რომელიც არც ადამიანურ და არც სპორტულ ჩარჩოებში არ ჯდება.
"მე მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბს ჩემი სახელით და ყველა სპორტსმენის სახელით. უშალოდ ფაქტს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ იყო ამორალური საქციელი, საქციელი, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში და არც არანაირ გამართლებაში არ ჯდება. მე ვიტყოდი, რომ აჩვენეს იმ სპორტსმენებმა თავიანთი სახე, ვინც მერაბთან და იმ ქართველ ახალგაზრდა ბიჭთან მივიდნენ. მინდა წარმატებები და ჯანმრთელობა ვუსურვო მათ და დავამატებდი იმას, რომ საკადრისი პასუხიც მიიღეს ჩვენებისგან, იმიტომ, რომ ქართველები ისეთი ერი ვართ, რომ არ დავტოვებთ ასეთ საქციელს უპასუხოდ," - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიავარლამ ლიპარტელიანი: ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბ დვალიშვილს. რაც შეეხება, ფაქტს, ამორალური საქციელი იყო, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს
ვარლამ ლიპარტელიანი: „ყველა სპორტსმენის სახელით, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მერაბ დვალიშვილს. რაც შეეხება ფაქტს, ამორალური საქციელი იყო, რომელიც არც ადამიანურში, არც სპორტულში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…