საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება დაიწყო – შოიგუ
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვა დაიწყო.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აქებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსს ატარებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება და დაიწყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება“, – განაცხადა შოიგუმ დსთ-ს სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე.
შოიგუს თქმით, საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას მიესალმება.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაიჭრას
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მუშაობის განახლება“, – განაცხადა შოიგუმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასერგეი შოიგუ - საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო - მივესალმებით საქართველოსთან სავაჭრო თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია 3+3 პლატფორმის განახლებაც
საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს გადატრიალების მცდელობა აღკვეთა - შოიგუ
,,ქართულმა ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო“ – შოიგუ
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება და დაიწყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება“
„ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაიჭრას ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მუშაობის განახლება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…