პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას. ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან. ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს”

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უმწიფარია, მან გლობალური როლი დაკარგა და ორმხრივ ურთიერთობაში დესტრუქციული სწორედ ბრიუსელია. მისი თქმით, საქართველო დიალოგის მაგიდასთან ზის და ევროკავშირისგან კონსტრუქციულ კალაპოტში დაბრუნებას ელოდება.

შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას. ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან. ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს”
POSTV

„როდესაც ქალბატონი კალასი ამბობს, რომ საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა არ არის მისი ამოცანა, მის ზედაპირულობას აჩვენებს. რა თქმა უნდა, ის სიღრმეებში არ შედის, რადგან არის ზედაპირული თავის საგარეო პოლიტიკაში და ეს ჩანს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტების თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

“ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს ძალიან უმწიფარია და მან თავისი გლობალური როლი დაკარგა. არ არსებობს დიდი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშს უწევს დღეს ევროკავშირს, როგორც გლობალურ ძალას. ეს არის სწორედ შედეგი ქალბატონი კალასისა და, ზოგადად, კომისიის ზედაპირული უმწიფარი საგარეო პოლიტიკისა.

რაც შეეხება საქართველოს არმიწვევას, ესეც თავის მხრივ აჩვენებს, თუ ვინ არის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი. მგონი, კარგად ჩანს, რომ ამ ურთიერთობაში დესტრუქციული არის ევროკავშირი, კონსტრუქციული არის საქართველო.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ: მზად ვართ, დაველოდოთ მათ დიალოგის მაგიდასთან და ვფიქრობ, კონფრონტაცია – ეს არ არის გზა. ყოველ შემთხვევაში, სადაც ევროკავშირი კონფრონტაციაზე წავიდა, თვითონაც წააგო და სხვა ქვეყნებს კიდევ უფრო დიდი შეცდომები დააშვებინა და დიდ უბედურებაში გადააგდო. ასე, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას. ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან. ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას.

ჩვენ ვართ კონსტრუქციულები. დრო არის, რომ ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უმწიფარია, არ არსებობს დიდი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშს უწევს მას, როგორც გლობალურ ძალას. ეს არის ქალბატონი კალასის და ზოგადად ზედაპირული საგარეო პოლიტიკისა შედეგი
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას, ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან. ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – არ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას უნდა ავყვეთ, ვართ კონსტრუქციული და დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ. ამ უმწიფარ პოლიტიკას სანამ არ შეცვლის ევროკომისია, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები