პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სწორედ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება - მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო საფრანგეთისა და იტალიის მიერ ინიცირებულ ანტინარკოტიკულ კოალიციას უერთდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9-ე სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე დღეს დუბლინში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, პლენარული სესიის გახსნას დაესწრება. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
ირლანდიაში ჩასულები არიან კონტინენტის 50-მდე სახელმწიფოს ლიდერები. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც ევროპის ქვეყნების ლიდერებს შესაძლებლობა აქვთ დიალოგი პირისპირ აწარმოონ.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე სამიტის ფარგლებში ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, საქართველო უერთდება საფრანგეთისა და იტალიის ინიციატივით შექმნილ კოალიციას, რომელიც ევროპაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე მუშაობს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სწორედ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება და ასევე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უკვე ტრადიციად იქცა ნარკოტიკებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა, რომელიც გახლავთ საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ინიციატივა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს კარგი პროგრესი სწორედ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვუერთდებით იმ კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით სწორედ ამ საკითხებზე", - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ
მაკა ბოჭორიშვილი – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრემიერი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ
მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…