პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე - ფორუმი ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ქვეყნის პერსპექტივიდან ასახოს

ირლანდიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ირაკლი კობახიძე მონაწილეობს; პრემიერის განმარტებით, თავად ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია სათანადოდ იყოს გააზრებული საქართველოს როლი ევროპულ დღის წესრიგში.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტს ირლანდიის დედაქალაქი მასპინძლობს. ფორუმი აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას, ქვეყნის პერსპექტივიდან ასახოს მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები. მსგავსი საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახლა, როდესაც უამრავი გამოწვევაა კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის - უსაფრთხოების კუთხით.

თანამშრომლობის გაძლიერება და დიალოგი რომ პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზაა, ამის შესახებ ევროპელმა ლიდერებმაც ისაუბრეს. უკრაინა, რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და ამ მიმართულებით არსებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხებია, თუმცა ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ახსენეს საქართველოც, როგორც ენერგორესურსების დივერსიფიცირების ალტერნატიული მარშრუტი და, ზოგადად, სამხრეთკავკასიის რეგიონი, რომელთან თანამშრომლობის გაღრმავება ევროპისთვის მნიშვნელოვანია.

ევროპა უფრო ძლიერი, უსაფრთხო და დაკავშირებული - ამ სლოგანით, 50-ზე მეტი ევროპული ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის აგრესია, ეკონომიკური უსაფრთხოება, კონკურენტუნარიანობა და ენერგორესურსების ფასები, ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციები, უცხოური ჩარევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და დემოკრატიული მდგრადობა.

ევროპის გაფართოება, დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდა - ამ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ დღის წესრიგში.

დუბლინის შემდეგ, ევროპული გაერთიანების სამიტს შვეიცარია და საბერძნეთი უმასპინძლებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 7
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, ამ ფორმატს ვიყენებთ ხოლმე ასევე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის, ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, ამ ფორმატს ვიყენებთ ხოლმე ასევე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის, ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები
  5. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ
  6. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ - ეს სამიტი არის ძალიან კარგი ფორმატი, სადაც გვაქვს ჩვენს კოლეგებთან საუბრის საშუალება და ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ
  7. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ – ეს სამიტი არის ძალიან კარგი ფორმატი, სადაც გვაქვს ჩვენს კოლეგებთან საუბრის საშუალება და ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: „დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე – დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები