პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას და საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოვა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ინტერპრესნიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.

„12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრება, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
  3. რუსთავი 2სამთავრობოდღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე გამოვა სიტყვით და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების​ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების​ სამიტში მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები