კახა კალაძე: მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!
კახა კალაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მიმართ ასეთი საქციელი სრულიად მიუღებელი, სამარცხვინოა და არაფერში ჯდება.

მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე.
როგორც იგი აღნიშნავს, ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი!
„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!“, - წერს კახა კალაძე Instagram-ზე.
როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…