ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!
ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მის წინააღმდეგ ჩადენილ თავდასხმას „არაკაცურ საქციელს“ უწოდებს.

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
„გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!" - წერს ცოტნე ივანიშვილი.
როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…