"მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი" - ასე შეაფასა ამერიკულმა მხარემ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუეთი და უკრაინა მასშტაბურ ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ
აბუ-დაბიში რუსეთი, აშშ და უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდა, ამერიკულმა მხარემ პროცესს „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“ უწოდა.

რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში დასრულდა. მხარეებმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დეტალებიც დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, ამერიკულმა მხარემ შეხვედრებს "მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“ უწოდა.
ახლა ამერიკელი შუამავლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მიემგზავრებიან, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტს დუბლინში შეხვდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…