საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა განახლდება. სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზეა და კითხვებს ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუსვამს.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 12 ნოემბერს, 12:00 საათზე, განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს ამჯერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუსვამს.
სარჩელთან დაკავშირებული სხდომა პარასკევს 13 ნოემბერსაც არის დაგეგმილი. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, კითხვა-პასუხის ეტაპი სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიახუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 12:00 საათიდან განახლდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…