პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩვენ კი ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპარლამენტს არ მოსწონს ეს სარჩელი, სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ევროპარლამენტი უკვე ერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროპარლამენტი სასამართლოს დამოუკიდებლობაში ერევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ მოსწონს.

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩვენ კი ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპარლამენტს არ მოსწონს ეს სარჩელი, სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ევროპარლამენტი უკვე ერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში
იმედინიუსი

რეალობა ის არის, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად არსებობდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არასოდეს აღიარებდნენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ამგვარი პოზიციისთვის მათ არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ. მათ უბრალოდ არ სურდათ არჩევნების შედეგების აღიარება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი აღიარებდა არჩევნების შედეგებს და არჩევნებთან დაკავშირებით დადებით შეფასებებს აქვეყნებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია კვლავ ცდილობდა პარლამენტისა და ზოგადად ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას.

„ამ მცდელობებს აქტიურად უჭერდნენ მხარს სხვადასხვა ძალები საზღვარგარეთიდან. იგივე განმეორდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, როდესაც ადგილი ჰქონდა ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან განსაკუთრებით უხეშ ჩარევას. მაგალითად, ევროკავშირის ელჩმა გადაწყვიტა ჩარეულიყო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში. არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ ხელისუფლების წინააღმდეგ, შესაბამისად, მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის. ეს იყო საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში უხეში ჩარევის ნათელი მაგალითი. ალბათ დამეთანხმებით, რომ არცერთ ელჩს არ აქვს უფლება, ჩაერიოს იმ ქვეყნის დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში, სადაც ის არის აკრედიტებული. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, მიუხედავად ეუთო/ოდირის მიერ წარმოდგენილი შეფასებისა, ოპოზიციამ კვლავ მიმართა პარლამენტის საქმიანობის საბოტაჟს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს ამომრჩევლების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და დღემდე არ მონაწილეობენ პარლამენტის საქმიანობაში.

„საბოლოოდ, ჩვენ მივმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია. ჩვენ კი ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან დაკავშირებით. შესაბამისად, საბოლოოდ უნდა არსებობდეს ინსტიტუტი, რომელიც ამ საკითხზე სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს და დაადგენს, ამ ორი მხარიდან რომელია არალეგიტიმური - ხელისუფლება თუ შესაბამისი ოპოზიციური პარტიები. სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ახლა კი ევროპარლამენტს არ მოსწონს თავად ეს სარჩელი. ხაზგასმით აღვნიშნავ - საუბარია მხოლოდ სარჩელზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი, არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ევროპარლამენტი უკვე ერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში.

„ამრიგად ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატები საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში საპარლამენტო არჩევნებამდეც ერეოდნენ, ახლა კი ევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ერევა. საკონსტიტუციო სასამართლოს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. სასამართლოში მხოლოდ შესაბამისი სამართალწარმოება მიმდინარეობს. აქვე მინდა დავუბრუნდე ევროპული ღირებულებების საკითხს. ამგვარი ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩარევა, დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა - ყოველივე ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ევროპარლამენტი უკვე ერევა სასამართლო ხელისუფლებაში
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ევროპარლამენტი უკვე ერევა სასამართლო ხელისუფლებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები