პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძემ დუბლინიდან დაადანაშაულა ევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევაში

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევაში დაადანაშაულა ოპოზიციის აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო. მისი მტკიცებით, მსგავსი ნაბიჯები ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

კობახიძემ დუბლინიდან დაადანაშაულა ევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევაში
TV პირველი

ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზეც ისაუბრა. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

"ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩვენ კი ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან დაკავშირებით" - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს ამომრჩევლების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და დღემდე არ მონაწილეობენ პარლამენტის საქმიანობაში.

„საბოლოოდ, ჩვენ მივმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია. ჩვენ კი ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან დაკავშირებით. შესაბამისად, საბოლოოდ უნდა არსებობდეს ინსტიტუტი, რომელიც ამ საკითხზე სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს და დაადგენს, ამ ორი მხარიდან რომელია არალეგიტიმური - ხელისუფლება თუ შესაბამისი ოპოზიციური პარტიები. სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ახლა კი ევროპარლამენტს არ მოსწონს თავად ეს სარჩელი. ხაზგასმით აღვნიშნავ - საუბარია მხოლოდ სარჩელზე.

ამრიგად, ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატები საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში საპარლამენტო არჩევნებამდეც ერეოდნენ, ახლა კი ევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ერევა. საკონსტიტუციო სასამართლოს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. სასამართლოში მხოლოდ შესაბამისი სამართალწარმოება მიმდინარეობს. აქვე მინდა დავუბრუნდე ევროპული ღირებულებების საკითხს. ამგვარი ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩარევა, დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა - ყოველივე ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ევროპარლამენტი უკვე ერევა სასამართლო ხელისუფლებაში
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩვენ კი ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპარლამენტს არ მოსწონს ეს სარჩელი, სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ევროპარლამენტი უკვე ერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე:ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია, სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები