პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავრობა შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ

საქართველოს მთავრობა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ნამდვილად გახდა მარიონეტი, სრულიად იმართება რუსეთის მიერ და აკეთებს იმას, რასაც რუსეთი ეუბნება.

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავრობა შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ
ინტერპრესნიუსი

საქართველოს მთავრობა შესაძლოა თავიდანვე არ იყო რუსეთის მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.

“ომმა, რისი მიღწევაც ვერ შეძლო, 2008 წლის ომმა, სხვა რამ შეძლო, სხვა ზეწოლამ რუსეთისგან მთავრობაზე, რომელიც შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება [რუსეთის მიერ]. რა სუვერენიტეტზეა საუბარი.

სრულიად იმართება რუსეთის მიერ. და დღეს ისინი პრაქტიკულად იმას აკეთებენ, რასაც რუსეთი ეუბნება და ძალიან ნათლად ვხედავთ ამას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა სპიკერი - პესკოვი, სიმონიანი და ყველა სხვა - ყოველ მეორე დღეს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგი რამ გააკეთა, კარგი რამ თქვა. ანუ, როგორც მინიმუმ, მოსკოვისგან ვიღებთ კომპლიმენტებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზურაბიშვილის მიმართვა ევროპელ პარტნიორებს: სათანადოდ შეაფასეთ ის, რასაც ჩადის რუსეთი საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები