ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სალომე ზურაბიშვილი - გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანა ერთიანდება - დღევანდელი მდგომარეობა სცილდება პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ავტორიტარული რეჟიმი რუსეთის სამსახურშია. მისი თქმით, ამ რეჟიმის დასამარცხებლად და ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ საჭიროა მთელი სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების ერთიანობა.

სალომე ზურაბიშვილი - გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანა ერთიანდება - დღევანდელი მდგომარეობა სცილდება პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხს
სალომე ზურაბიშვილი - გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანა ერთიანდება - დღევანდელი მდგომარეობა სცილდება პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხსინტერპრესნიუსი

ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის სამსახურშია - გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ ერთიანდება. დღევანდელი მდგომარეობა უკვე სცილდება ჩვეულებრივ პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რეჟიმს ფართოდ უჭერს მხარს კრემლი და ულოცავენ ხან კრემლის სპიკერები და ხანაც თავად ლიდერები“.

„საქართველოში თითქმის ყველაფერი უკვე კრიმინალიზებულია: მოსაზრებების დაფიქსირება, უბრალოდ ტროტუარზე დგომა, „ფეისბუქზე“ გამოთქმული აზრის გამო ზოგიერთი ადამიანი უკვე გასამართლდა და დააპატიმრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი მოქალაქეთა ჩანაწერების მეთვალყურეობისთვის.

ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის სამსახურშია, იძულებით თუ ნებაყოფლობით ამას ვერავინ ვერასდროს დაამტკიცებს, თუმცა ის, რასაც ვხედავთ, არის არა მხოლოდ პრორუსული წინადადებები პროპაგანდაში, არამედ პრორუსული პოლიტიკური პოზიციებიც; რეჟიმს ფართოდ უჭერს მხარს კრემლი და ულოცავენ ხან კრემლის სპიკერები და ხანაც თავად ლიდერები.

საქართველოს მომავალი, პირველ რიგში, დამოკიდებულია თავად საქართველოს საზოგადოებაზე, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სამოქალაქო ძალებზე, კულტურაზე, მედიასა და იმ ადამიანებზე, რომლებიც წინააღმდეგობას აგრძელებენ.

გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ ერთიანდება. დღევანდელი მდგომარეობა უკვე სცილდება ჩვეულებრივ პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხს“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეჟიმს ფართოდ უჭერს მხარს კრემლი და ულოცავენ ხან კრემლის სპიკერები და ხანაც თავად ლიდერები“
სალომე ზურაბიშვილი
„საქართველოში თითქმის ყველაფერი უკვე კრიმინალიზებულია: მოსაზრებების დაფიქსირება, უბრალოდ ტროტუარზე დგომა, „ფეისბუქზე“ გამოთქმული აზრის გამო ზოგიერთი ადამიანი უკვე გასამართლდა და დააპატიმრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი მოქალაქეთა ჩანაწერების მეთვალყურეობისთვის. ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის სამსახურშია, იძულებით თუ ნებაყოფლობით ამას ვერავინ ვერასდროს დაამტკიცებს, თუმცა ის, რასაც ვხედავთ, არის არა მხოლოდ პრორუსული წინადადებები პროპაგანდაში, არამედ პრორუსული პოლიტიკური პოზიციებიც; რეჟიმს ფართოდ უჭერს მხარს კრემლი და ულოცავენ ხან კრემლის სპიკერები და ხანაც თავად ლიდერები. საქართველოს მომავალი, პირველ რიგში, დამოკიდებულია თავად საქართველოს საზოგადოებაზე, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სამოქალაქო ძალებზე, კულტურაზე, მედიასა და იმ ადამიანებზე, რომლებიც წინააღმდეგობას აგრძელებენ. გარედან მხარდაჭერილი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ ერთიანდება. დღევანდელი მდგომარეობა უკვე სცილდება ჩვეულებრივ პარტიულ კონკურენციას და მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პასუხს“
სალომე ზურაბიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.