პრემიერი: ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები, ამ თვალსაზრისით გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და კულტურა - საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპაში მიგრაციასთან და ეთნიკურ თუ რელიგიურ იდენტობასთან დაკავშირებული ნეგატიური ტენდენციები საქართველოს ხელისუფლებისთვის შეშფოთების საფუძველია.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას უკავშირდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპაში მიმდინარე პროცესები შეშფოთების საფუძველია.
„ჩვენთვის ეს პროცესები შეშფოთების საფუძველია. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია აღნიშნულ საკითხზე უფრო სიღრმისეულადაც ვისაუბროთ. ამრიგად, პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და კულტურა - საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
პრემიერი: ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროპამაც შეინარჩუნოს ტრადიციული ღირებულებები. პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ღირებულებები, საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა
ირაკლი კობახიძე – ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები, ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ
ირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
პრემიერი - თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში
ირაკლი კობახიძე – ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…