U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ქუთაისში ავსტრიასთან ფრედ, 0:0 დასრულებული მატჩით დაიწყო. გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ავსტრიასთან გამართული მატჩით დაიწყო, რომელიც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფრედ - 0:0 დასრულდა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის YouTube-ის არხი შემოგთავაზებთ.
ქვეჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, ასპარეზობას 22-31 მარტს გასამართ მეორე რაუნდის A ლიგაში განაგრძობენ.
14 ნოემბერი - ყაზახეთი V ავსტრია | 14:00 | შენგელია არენა, ქუთაისი
17 ნოემბერი - საქართველო V ყაზახეთი | 16:00 | შენგელია არენა, ქუთაისი
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ოთო გურიელი (დინამო თბილისი).
მცველები: ანდრია ფოცხვერია (ინტერი თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი), გიორგი აბულაძე (დინამო თბილისი), დემეტრე ჩხარტიშვილი (ინტერი თბილისი), საბა მეტონიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ლიპარტელიანი (ატლეტიკ სან ჟუსტი, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სამტრედია), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), ჯუმბერ დუმბაძე (გონიო), გიორგი მღებრიშვილი (ინტერი თბილისი), დიმიტრი ბიჩინაშვილი (დინამოვეცი, რუსეთი), გიორგი ღუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერი თბილისი), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გური კაკაბაძე (რუსთავი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
NAKREBI.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…