WU17 | საქართველო 2:3 უელსი
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსთან 2:3 დამარცხდა. გუნდმა ორი ტურის შემდეგ 3 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა.
სფფ-ის საფეხბურთო ცენტრ ბასას მოედანზე ტატა მატვეევას გუნდი უელსის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით, 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ნატალია გუგულაშვილმა და მარიამ გასანოვამ გაიტანეს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ლუქსემბურგს 1:0 სძლია.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და B ლიგის მეოთხე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. დასკვნით მატჩს ჩვენი გუნდი 31 ოქტომბერს ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა სფფ-ის საფეხბურთო ცენტრ ბასაზე, 13:00 საათზე დაიწყება.
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის, A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
NAKREBI.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…