პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

საკონსტიტუციო სასამართლო

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში იმდენი პარტია დასახელდა მოპასუხედ, რამდენმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილა, გადამწყვეტი კი საფრთხის ინტენსივობა იყო.

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
რუსთავი 2

ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ის მიდგომა, თითქოს გადაწყვეტილება პარტიების რაოდენობაზე უნდა იყოს დამოკიდებული, საფუძველმოკლებულია.

მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ასეული პარტიაა რეგისტრირებული, თუმცა სარჩელში კონკრეტული სუბიექტების შერჩევა საფრთხის ინტენსივობით განისაზღვრა.

"მე არ მგონია, რომ სწორედ რაოდენობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს სტანდარტის, მაღალ თუ დაბალ დონეზე დადგენასთან დაკავშირებით აპელირება. თუ რაოდენობაზე და ფორმალისტურად მივუდგებით, რამდენიმე ასეული პარტია არის რეგისტრირებული, რამდენადაც მახსოვს 300-ს უთანაბრდება. საუბრობდნენ კიდეც კოლეგები იმის შესახებ, კონკრეტულად რა კრიტერიუმით მოხდა ამ პარტიებზე შესაბამისი სწორების აღება და არა, თუნდაც იმ პარტიებზე, რომლებიც სარჩელში გახლავთ მოხსენიებულნი. აქ ჩვენ, რასაკვირველია გამოვდივართ იმ სტანდარტიდან, რომელიც გულისხმობს, რამდენად მაღალი არის რისკები, ინტენსივობა და საფრთხე შესაბამისი ცალკე აღებული პარტიის მხრიდან კონსტიტუციური წესრიგისათვის დამატებითი, გამოწვევების შექმნაზე, ეს რბილად რომ ვთქვათ, ისე კი კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის თვალსაზრისით, ხომ? იმიტომ, რომ არის ეგრეთ წოდებული, ერთკაციანი თუ შედარებით მცირე პარტიები, რომლებიც შეიძლება დღეს, ამ თვალსაზრისით, საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და ესეც ჩვენი მხრიდან ღია პოზიცია არის, ანუ ვინ, რატომ და რა კრიტერიუმით არის სარჩელში მოხსენიებული როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი შესაბამისი პოლიტიკური ძალა.

რომ დავუბრუნდეთ სტანდარტთან დაკავშირებით მსჯელობას, ჩვენ გუშინაც გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური წყობილების კონტექსტში რას ვგულისხმობთ და როგორც განიმარტა, აქ არის ნაგულისხმები დემოკრატიის პრინციპი, სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, მათ შორის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კომპონენტი ამავე პრინციპის ქუდქვეშ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ადამიანის ძირითადი უფლებები, როგორც უზენაესი ღირებულება და როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი და ა.შ. მთავარი არის ჩვენთვის ის, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სიკეთეები, ეს პრინციპები და ამდენად კონსტიტუციური წესრიგი იყოს დაცული. თუ ჩვენ ვხედავთ და ვხედავთ ამ შემთხვევაში, რომ მომდინარე საფრთხე, შესაბამისი რისკები არის სათანადოდ ინტენსიური, მაღალი და ამას ადასტურებს თუნდაც მიმდინარე განხილვა, როდესაც ერთი მხრივ, გვაქვს ჯაჭვი მოვლენებისა და ვსაუბრობდით დღეს იმის შესახებ, რომ ინტენსივობამ არათუ იკლო, არამედ მზარდია და მეორე მხრივ, გვაქვს არგამიჯვნის არაერთი მაგალითი და დასტური. თავისთავად უკვე ცხადია, რომ სტანდარტს თავისთავად ქმნის ეს მოცემულობა და სწორედ ეს უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეფასებული, როდესაც მათ შორის თანაზომიერებაზეა ლაპარაკი. რომელი უფრო კონსტიტუციურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი თუ დაცვის ღირსი სიკეთე არის, როცა ერთ მხარეს დგას კონსტიტუციური წესრიგი, დემოკრატიული წესწყობილება, ფუნდამენტი სახელმწიფოებრიობისა, კონსტიტუციური წესრიგისა და მეორე მხარეს დგას ცალკე აღებული ერთი უფლება. ჩვენი თვალთახედვით ერთმნიშვნელოვნად სასწორის პინა უნდა გადაიხაროს პრინციპების კონსტიტუციური წესრიგის დაცვის კუთხით და დაცვის მიზნით",- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: „სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ, პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები