მსოფლიო · 11 ნოემბერი, 15:10
ესპანეთმა რუსული თხევადი გაზის იმპორტი განაახლა
ესპანეთმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ რუსეთისგან თხევადი გაზის იმპორტი განაახლა და ოქტომბერში 2 ათასზე მეტი გიგავატ/საათის მოცულობის ბუნებრივი აირი შეიძინა.

ესპანეთის ენერგეტიკული კომპანიის სტატისტიკური მონაცემებით, ესპანეთმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ რუსეთისგან თხევადი გაზის იმპორტი განაახლა.
ოქტომბერში ქვეყანამ რუსეთისგან 2 ათასზე მეტი გიგავატ/საათის მოცულობის თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც საერთო იმპორტის 6%-ს შეადგენს.
ამ ნაბიჯის შემდგომ რუსეთი ესპანეთის უმსხვილეს მომწოდებლებს შორის მეოთხე ადგილზეა ალჟირის, ამერიკისა და პორტუგალიის შემდეგ.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…