4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ დავით სტურუას, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიასა და კახაბერ მჟავანაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს — დავით სტურუას, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიასა და კახაბერ მჟავანაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას დეკემბერში დატოვებენ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს: დავით სტურუას, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიასა და კახაბერ მჟავანაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ სასჯელის 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ და პენიტენციურ დაწესებულებას დეკემბრის თვეში დატოვებენ.
მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ძებნაში მყოფ მსჯავრდებულ ია დარახველიძეს, მისთვის შეფარდებული 5 - წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…