პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მრავალთაობიან ოჯახში გიული ყველაზე მაგარია” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში დედის, გიული ალასანიას ისტორიულ ნაშრომზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის მიერ 2012 წელს ხელისუფლების გადაცემა უნიკალური იყო საქართველოს ისტორიაში.

,, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მრავალთაობიან ოჯახში გიული ყველაზე მაგარია” – სააკაშვილი
ალია

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,გიული უმაგრეს ფორმაშია. ახლახან დაწერა ვრცელი ისტორიული ნაშრომი საქართველოში ხელისუფლების გადაცემის საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, მე-10 საუკუნიდან დაწყებული და მოხსენებითაც გამოვიდა კონფერენციაზე.

ხოდა როგორც ჩემმა პროფესორმა დედამ დაადგინა, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში თითქმის არასდროს ჩაუვლია ხელისუფლების გადაცემას პრობლემების გარეშე – იღვრებოდა ბევრი სისხლი, ადგილი ჰქონდა ვერაგობას და ღალატს, ძმის ძმაზე გადაკიდებას და შეთქმულებებს.

აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ ხელისუფლების გადაცემა 2012 წელს ამ მხრივაც უნიკალური იყო საერთოდ საქართველოში, სადაც ბოლო წლებში, ნამდვილი ისტორია ჩაანაცვლა ასავალ-დასავლის ჭორებმა და რუსების დანერგილმა პროპაგანდისტულმა მითებმა.

ნამდვილი ისტორიკოსების, მათ შორის, საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მკვლევრის, გიული ალასანიას მეცნიერული კვლევები გასაფრთხილებელი და დასაფასებელია.

ისე კი, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მრავალთაობიან ოჯახში გიული ყველაზე მაგარია და მასთან ჯერჯერობით ახლოსაც ვერ მივალთ ვერცერთი, ჩემი ჩათვლით.

უკვე ხუთი წელია, დედაჩემი აღარ აღნიშნავს საკუთარ დაბადების დღეს. თუმცა ეს ჩემი პოსტი სხვა თემაზე მაინც იყოს!”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მიერ დადასტურებულ ჩადენილ დანაშაულებს არ აღიარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები