თბილისში №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისში №83 საჯარო სკოლის 650 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სამუშაოებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია ადგილზე გაეცნო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს.
მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე გაეცნო, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია. სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი და მშენებლობის დასრულების შემდეგ, სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება უსაფრთხო და ფუნქციური სასწავლო გარემო, მოეწყობა შიდა, დახურული სპორტული დარბაზიც. გათვალისწინებულია სკოლის ეზოს კეთილმოწყობაც.
ამასთანავე, შენობა უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
№83 საჯარო სკოლის პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადმოეცა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…