მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში მოდულური შენობების გამოყენებას გეგმავს
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის დროს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მოდულური შენობების გამოყენება იგეგმება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია თურქეთში საწარმოს გაეცნო.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში მოდულური შენობების გამოყენება იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თურქეთში, ქალაქ აქსარაიში მდებარე მწარმოებელ ქარხანას ეწვია და ასაწყობი კონსტრუქციების წარმოების პროცესსა და უსაფრთხოების სტანდარტებს გაეცნო.
უწყების ცნობით, სწრაფი მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგია დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოიყენება. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ძირითადი სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს.
"ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული ქვეყნისთვის სასკოლო ინფრასტრუქტურა. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ტიპის შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის არის პირველი, გადავწყვიტეთ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ჩამოვსულიყავით თურქეთის რესპუბლიკაში და ადგილზე გვენახა ის საწარმო, თუ სად მოხდებოდა აღნიშნული მოდულური სკოლების წარმოება. კონტრაქტორ კომპანიას მიეცემა დავალება, შევთანხმდებით დიზაინზე, რაოდენობაზე და უახლოეს მომავალში უკვე დავიწყებთ აქტიურად სკოლების წარმოებას და იმ ლოკაციებზე განთავსებას, რომელსაც განათლების სამინისტროსთან ერთად დავაპრიორიტეტებთ", - აცხადებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…