პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

თბილისში 650 მოსწავლეზე გათვლილი №83 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

თბილისში №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
იმედინიუსი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია.

სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი და მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება უსაფრთხო და ფუნქციური სასწავლო გარემო, მოეწყობა შიდა, დახურული სპორტული დარბაზიც. გათვალისწინებულია სკოლის ეზოს კეთილმოწყობაც.

ამასთანავე, შენობა უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

№83 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადაეცა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისში №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში მოდულური შენობების გამოყენებას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები