პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გაბუნია – გიორგი ბუტიკაშვილს და მსგავს ადამიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები არ უნდათ, იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ

კოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ გიორგი ბუტიკაშვილი საგარეო სპონსორების მიერ არის დაქირავებული ქვეყნის შესარყევად, რადგან დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოსვლა არ შეუძლია.

გიორგი გაბუნია – გიორგი ბუტიკაშვილს და მსგავს ადამიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები არ უნდათ, იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ
პირველი არხი

ძალები რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალადობით არიან დაინტერესებულები უნდა დასრულდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ბუტიკაშვილი საგარეო სპონსორების მხრიდან დაქირავებულია.

„საერთოდ ვინ არის ბუტიკაშვილი და რას წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნისთვის რა გაუკეთებია. ჩვეულებრივი, რიგითი ჭინკაა, რომელიც დაქირავებულია საგარეო სპონსორების მხრიდან, რათა ჩვენი ქვეყანა შეარყიონ და წაიყვანონ იმ რევოლუციური სცენარებისკენ, რომელთა არაერთი მცდელობაც ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ.

ესენი არიან ადამიანები რომლებსაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი არ უნდათ, არ უნდათ არჩევნები, არ უნდათ პოლიტიკური პროცესი და უნდათ ძალადობა, რევოლუცია, სამოქალაქო ომი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით და დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ. ამიტომ მათი ერთადერთი დავალება არის, ქვეყანაში წარიმართოს ძალადობა და ამ ძალადობით რაღაცით იხეირონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მიზნები აქვთ და თუ რა ამოცანები ამოძრავებთ. ამიტომ არანაირი შანსი იმისა რომ ეს ადამიანები ქართულ პოლიტიკაში ვიხილოთ არ არსებობს. სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომ ძალები რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალადობით არიან დაინტერესებულები უნდა დასრულდნენ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ეთერში განაცხადა: „„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, არ უნდა მივიდეს ხალხი, ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან, ქუჩისა და წინააღმდეგობის გარდა, გზა არ არსებობს“.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ბუტიკაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ, არ უნდა მივიდეს ხალხი - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩისა და წინააღმდეგობის გარდა გზა არ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები